saqarTvelos xeobebi - pankisis xeoba
ხეობა მდებარობს მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობაში (ბახტრიონიის ზემოთ) კავკასიონის ფარგლებში, დღევანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტში ტერიტორიაზე. სიგრძე 34 კმ (მთა ბორბალოდან ალაზნის ვაკემდე). შემოფარგლულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოებებით - პანკისის ქედისა და მთა დიდგვერდ - ნაქერალას სერი.
მდინარე ალაზნის აუზის ზემო ნაწილი ქოჩარის ქედით იყოფა ორ ხეობად, რომლებიც მდინარეებს წიფლოვანისწყალსა და სამყურისწყალს ეკუთვნის. ზღვის დონიდან 950 მ სიმაღლეზე ეს მდინარეები ერთდებიან და წარმოშობენ ალაზანს. ამ ადგილის ქვემოთ პანკისის ხეობისთვის დამახასიათებელია ფართო, მოვაკებული, დატერასებული ფსკერი. ხეობა გამომუშავებულია იურულ თიხაფიქლებში. რელიეფში ძირითადად ეროზიულია, მაგრამ სამყურისწყლის აუზში შეინიშნება მეოთხეული მყინვარის ნაკვალევი (ტროგები, ცირკები, დაკაწრული კლდეები). ხეობის ფერდობები 2000-2200 მ-მდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით. ალაზნის მარჯვენა შენაკადის ბაწარის ხეობაში არის უთხოვრის ტყის ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი.